ავტორი:

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

"მაშინ როცა თურქეთის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის შედეგებით გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯზე სასახლეებს აშენებს", - აღნიშნულია გერმანული რადიოსადგურის "დოიჩე ველე"-ს ("Deutche Welle") მიერ ეთერში გასულ სიუჟეტში სათაურით: "ერდოღანის სასახლეები ბიუჯეტის ფულით: რას აშენებს თურქეთის პრეზიდენტი".

"მაინც რა მშენებლობები აქვს წამოწყებული თურქეთის ჯუმჰურბაშქან (პრეზიდენტი) რეჯეფ ერდოღანს? უკვე თითქმის ორი წელია თურქეთი ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია ჩაფლული. ეროვნული ვალუტის - ლირის კურსი ეცემა, უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იზრდება. კორონავირუსის პანდემიამ კი სიტუაცია უფრო დაამძიმა. ძალიან დაზარალდა ტურისტული დარგი - თურქეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემოსავლიანი სფერო.

თურქეთის მოსახლეობა იძულებულია "წელზე ქამარი უფრო მაგრად შემოიჭიროს" და როგორმე ამ კრიზისს გაუძლოს. ზოგი საზღვარგარეთ მიდის - ეს უფრო ახალგაზრდებს ეხება. და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს, რეჯეფ ერდოღანი ერთი-მეორის მიყოლებით მსხვილმასშტაბიან მშენებლობებს იწყებს", - ამბობენ სიუჟეტში რესპონდენტები.

სასახლე აკ-სარაი

გრადიოზული საპრეზიდენტო სასახლის აკ-სარაის მშენებლობა ერდოღანმა 2012 წელს დაიყო და 2014 წელს დაასრულა. ის 40-ჯერ აღემატება თეთრ სახლს და როგორ ამბობენ, 1159 ოთახისგან შედგება. ადგილი, სადაც ერდოღანმა სასახლე ააშენა, სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო და იქ მშენებლობები აკრძალული იყო, თუმცა მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მან ასევე არაფრად ჩააგდო ანკარის ადამინისტრაციული სასამართლოს და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე.

სიუჟეტში ასევე ლაპარაკია ახალ მშენებლობებზე:

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ? ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტი მილიონებს ხარჯავს ზოგიერთი სადაო ობიექტის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთ-ერთია პრეზიდენტის სასახლე ვანის ტბის ნაპირზე.

მშენებლობა ვანის ტბაზე

შენობა ისეთი პროექტით შენდება, რომელიც თურქ-სელჯუკთა მმართველის, რუმის სულთნის ალაედინ ქეიყუბად პირველის სასახლეს მოგვაგონებს, მე-13 საუკუნის 20-იან წლებში აგებულს. ოფიციალური მონაცემებით, სასახლე იმ ადგილზე აშენდება, სადაც სელჯუკთა კიდევ ერთმა ცნობილმა სულთანმა არფ-არსლანმა ბიზანტიის ჯარი დაამარცხა, 1071 წელს.

ეს ფაქტი ისტორიაში "მანცაკერტის ბრძოლის" სახელით არის შესული. პრეზიდენტის სასახლის ფართობი ზუსტად 1071 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე უკვე 14 მილიონი ევროა დახარჯული, თუმცა თავდაპირველად 4 მილიონ ევროდ შეფასდა. როგორც ამბობენ, სასახლის ამგებ სამშენებლო კომპანიას რეჯეფის სკოლის დროინდელი მეგობარი ხელმძღვანელობს.

ისტორიული "ვაჰდეტინი", რომელიც მარავალმილიონი რეკოსნტრუქციის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციად გამოცხადდა

ვანის ტბაზე მშენებარე სასახლის გარდა, რეჯეფ ერდოღანი საზაფხულო რეზიდენციას აშენებს ოკლუკის უბეში, ქალაქ მარმარისთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. თურქული მასმედიის ცნობით, ეს შენობაც ძალიან ძვირია და დამატებით, ადგილობრივ გარემოს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. დღეისათვის 300-ოთახიანი შენობის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 37 მილიონი ევრო დაიხარჯა. ფუნდამენტისათვის ადგილის გასაწმენდად თითქმის 50 ათასი მრავალწლიანი ხე იქნა მოჭრილი", იხილეთ სრულად

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

"ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა