ავტორი:

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ელისაშვილი "პოლიტიკურ ვაჭრობაში" დაადანაშაულა.

როგორც ელისაშვილი წერს, მას და მის გუნდს "ფეხებზე კიდიათ ბოკერიასა და მისნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული საქმეები და გარიგებები".

"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა - კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?!

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში.

ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები.

ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი", - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობდა, რომ მთაწმინდაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი დაეყენებინათ, მაგრამ, როცა ეს ვერ მიიღო, გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის საქმე