ავტორი:

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ - ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, გვინდა ამ სამარცხვინო უბედურებაში ყოფნა, თუ გვინდა აღვიდგინოთ ღირსება, დავიბრუნოთ თავმოყვარეობა და ჩვენი ხმები", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად ევროპულ სივრცეში.

“მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ჩემმა მეგობარმა, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ისეთივე შედეგი დადგა, როგორიც საქართველოში - იყო დაახლოებით 59%, ოპოზიციის სასარგებლოდ. მოლდოვაში საარჩევნო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა. საქართველოში პირიქით დასვეს, რადგან არჩევნები მოიპარეს.

როდესაც მე 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და საქართველო იყო ბევრად წინ. დღეს მოლდოვა უსწრებს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით 200 დოლარით. მოდლოვის ვალის მოცულობა არის მხოლოდ 26%, ხოლო საქართველოში 60% გახადეს. საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად მთელს ამ სივრცეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საკუთარ დასკვნაში აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაწესებულ სტანდარტებს არ პასუხობს და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რა ხდება.

“საქართველო თავმოყვარე ქვეყანაა. არ შეიძლება ჩამორჩენილ მაჩანჩალებად დავრჩეთ! ამ სამარცხვინო უბედურებას ყველა ერთად მოვიშორებთ და აუცილებლად გავაპანღურებთ. საქართველო გააგრძელებს სწრაფ განვითარებას და ისევ ყველაზე მაგარი ქვეყანა იქნება რეგიონში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ერთხელ მაინც ვერ უზრუნველვყავით, შემოთავაზება სერიოზულად განგვეხილა, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა, მაგრამ "ოცნებამ" მზითევში კობახიძე მოაყოლა" - იაგო ხვიჩია

მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა - როგორია კანონით გათვალისწინებული პროცედურები

"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი