ავტორი:

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა

2020-2021 სასწავლო წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი ქუთაისის ცენტრის მახლობლად მდებარეობს. კამპუსი განფენილია 150 ჰექტარზე და გარშემორტყმულია ბიო მრავალფეროვანი ტერიტორიით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე "ფეისბუქზე" სასწავლებლის ფოტოებს ავრცელებს და წერს:

"ხშირად მეკითხებიან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე. სად იცხოვრებენ სტუდენტები? სად იცხოვრებს აკადემიური პერსონალი? სად და როგორ გარემოში ჩატარდება მენეჯმენტის და სხვა პროგრამები? და ა.შ.

ჰოდა, აი აქ და ამ გარემოში იქნება ეს ყველაფერი. ეს კი, მხოლოდ პირველი ფაზაა, რომელიც მზადააა მიიღოს სტუდენტთა პირველი ნაკადი ახლა - სექტემბერში. მიხარია!" - წერს ზედგინიძე.

უნივერსიტეტის საიტზე ვკითხულობთ, რომ KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტების და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტრო ტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ქმნის.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

KIU სტუდენტებს შესთავაზებს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე კვლევის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის ამოცანაა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

"ფონდი ქართუ" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელ

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ