ავტორი:

"ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია" - პატრიარქის წერილი გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს

"ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია" - პატრიარქის წერილი გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწიმდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. წერილს მამა ნაზარ ბასილაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში. თუმცა სწორედ ახლა უნდა გაამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია. მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭაშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი გახდა. ამიტომაც გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებითი განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.

ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობას" - ნათქვამია წერილში. ლევან და თამარ შაქარაშვილები ვაზისუბნის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი არიან.

19 წლის ფეხბურთელი დღეს ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ის ვაზისუბნის ეკლესიაში იყო დასვენებული.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით აქვს დაწყებული.

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში ყოველდღიურად მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

ამირან გამყრელიძე: "შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა"

გერმანიაში დასაქმება ამ დროისთვის საქართველოს 97 663 მოქალაქეს სურს, თუმცა სულ 475 ვაკანსიაა

"ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის გარდა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს - ისინი გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს" - იმნაძე