ცნობილია ორი პირის ვინაობა, ვინც სამართალდამცველებმა შაქარაშვილის საქმეზე დააკავეს

ცნობილია ორი პირის ვინაობა, ვინც სამართალდამცველებმა შაქარაშვილის საქმეზე დააკავეს

ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, რამდენიმეს ვინაობა უკვე ცნობილია.

დაკავებულებს შორის არიან - შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი - მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე. დაკავებულების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი