ავტორი:

"შაქარას" შავი მაისური და ფოტო სტადიონზე - კლუბ "საბურთალოს" პირველი მატჩი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ

"შაქარას" შავი მაისური და ფოტო სტადიონზე - კლუბ "საბურთალოს" პირველი მატჩი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ

19 წლის გიორგი შაქარაშვილი კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო. კლუბმა გუშინ საქართველოს ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი მატჩი გამართა, ეს პირველი თამაში იყო გიორგის გარდაცვალების შემდეგაც.

კლუბმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა, მათი ნაწილი გასახდელში, ნაწილიც მოედანზეა გადაღებული. ფოტოებზე აღბეჭდილია გასახდელი, სადაც გიორგი შაქარაშვილის შავი მაისური ჩანს, ასევე დანარჩენი ფეხბურთელების ფორმებიცაა, მათ სახელოებზე კი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ფოტოებია დატანილი.

გარდაცვლილი ფეხბურთელის გამოსახულებით დიდი ბანერი სტადიონზეც იყო გამოფენილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დროისთვის საქმეზე 17 პირია დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში, ისანში, ხანძარია

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე