ავტორი:

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 დღეს შეფერხებით მუშაობს და მოსახლეობა პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დღის განმავლობაში ცენტრს ვერ უკავშირდებიან. აღნიშნულ საკითხზე 112 განცხადებას ავრცელებს, სადაც მითითებულია ალტერნატიული ნომრები, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ იმ შემთხვევაში, თუ 112-ზე ოპერატორს ვერ დაუკავშირდებით

"მოგახსენებთ, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

  • 032 2 411011- სახანძრო სამაშველო
  • 032 2 418505- საპატრულო (თბილისი)
  • 032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)
  • 595073527, 595073838, 595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)
  • 599842197, 599842195 - სასწრაფო (თბილისი)

სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის", - ნათქვამია გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში - აჭარა ბოლო ორი თვის განმავლობაში "მწვანე ზონა" იყო