სოფელ მეტეხში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სოფელ მეტეხში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, “კოვიდ-19” კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სანიტარია.

„ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში. ინფიცირებული ქალი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია და ამ ფაქტს კავშირი არ აქვს ამ სოფელში დადასტურებულ იმ სხვა შემთხვევებთან, რომელთა დაინფიცირების წყაროც სავარაუდოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდებოდა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ერთობლივად მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. დამატებით, აღებულია 5 ნიმუში და გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში. ხუთივე მათგანი ინიფიცრებულთან კონტაქტში მყოფი პირია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"