ავტორი:

იმედია, სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს - საქმის მასალებით არსად დასტურდება ბრალეულობა" - ალექსანდრე კობაიძე

იმედია, სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს - საქმის მასალებით არსად დასტურდება ბრალეულობა" - ალექსანდრე კობაიძე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების - არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ საქმის მასალებით მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდება.

ის იმედოვნებს, რომ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს.

“მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც უკვე იმოქმედა. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, მივიღეთ ძალიან ცუდი რაღაც, რომ, აი, ამ უბედურებას კიდე 17 ადამიანის და მათი ოჯახების უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებს შეძლებისდაგვარად დაცვის მხარე გაეცნო და მასში არსად დასტურდება ბრალეულობა, არსად დასტურდება იმ მუხლების ავთენტურობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ბრალდებები და თუნდაც ის დაკავება, რომელიც განხორციელდა ისიც უსაფუძვლოა.

იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არცერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს, ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საქმე არ იქნება პოლიტიზირებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. ამას მოვუწოდებ როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოწმის ჩვენება, რომელიც არის ბატონი გურუსი (ამირხანაშვილი) საუბრობს, რომ არანაირი შეურაცხყოფა, იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტა კამრის“ მანქანაში ისხდნენ. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რატომ წაუყენეს ეს ბრალდება. რამოდენიმეჯერ, რომ შეცვალა ჩვენება (ამირხანაშვილმა) დააზუსტა და ბოლოს იძახის, რომ არანაირ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანი იძახის, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და რა რჩებათ მაშინ, ექვსი ადამიანი, რომლებიც იძახიან, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მოწმე, რომელიც იძახის დანაშაული მასზე არ განუხორციელებიათ. თურმე ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილეები ვართ და ამას რითი დაამტკიცებენ ძალიან საინტერესოა. შინაარსობრივ მხარეზე, რომ გადავალთ ამას ვერაფრით დაამტკიცებენ. ძალადობაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ ვმონაწილეობთ ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ბატონი გურო თურმე გავიტაცეთ, რაც არის ნონსენსი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ისინი გადაადგილდებოდნენ მანქანით, მაგრამ მათი განზრახვა არ იყო ვინმეს ცემა, მუქარა და მათი განზრახვა იყო კეთილი, რადგან გუროს თხოვნით ჩავისვით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებით. ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც „ტოიოტა კამრიში“ სხედან ადამიანები ჩერდება რამდენიმე წამი და კვლავ იძვრის. სად ჩანს, რომ ვინმე ვინმეს მისდევს? მანქანა ხიდის ქვეშ არ ჩასულა, მხოლოდ მაშინ ჩავიდნენ, როდესაც გურო ჩაისვეს და თბილისისკენ წავიდნენ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა“,- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ანი გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა - რა კომენტარი გააკეთა შაქარაშვილის საქმის მოწმემ ჟურნალისტებთან

"იგეგმება ექსპერიმენტის ჩატარება, რომელში მონაწილეობას იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს" - ადვოკატი

შსს-ში ანი გაბეჩავას და ერთ-ერთი არასრულწლოვანის გამოკითხვა მიმდინარეობს