ავტორი:

როგორი იქნება პარკი ბახმაროს ცენტრში, რომელზეც 1 მლნ-ზე მეტი ლარი დაიხარჯება - პროექტის ფოტოები

როგორი იქნება პარკი ბახმაროს ცენტრში, რომელზეც 1 მლნ-ზე მეტი ლარი დაიხარჯება - პროექტის ფოტოები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი, თემატური პარკის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღორებულება 11 373 777 ლარს შეადგენს. ტენდერში განცხადებების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, საერთო ფართია დაახლოებით 13 805,00 კვ.მ. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, საგამოფენო სივრცე, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები.

გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ნახეთ პროექტის მეტი ფოტო

რამდენიმე ბინა, ანაბრები და 22 300 ლარის ხელფასი თვენახევარში - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ - "ევრონიუსი"

"რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს" - ნათია თურნავა