ავტორი:

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს

ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც. მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

მეცნიერების განცხადებით, მას "ყველა ნიშანი" აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.

ვირუსი, რომელსაც მკვლევარები G4EAH1N1 უწოდებენ, აზიანებს სასუნთქ გზებს. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში.

პროფესორმა კინ-ჩო ჩანგმა, BBC-ის განუცხადა, რომ ახალი ვირუსი ამ ეტაპზე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ინგორირებაც არ შეიძლება.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსი მსოფლიოში სწორედ ჩინეთიდან, ქალაქ უხანიდან გავრცელდა და ისიც ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების შედეგია.

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე

"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის