ავტორი:

ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა - რა საიდუმლოს მალავს კოსმოსური მისია?

ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა - რა საიდუმლოს მალავს კოსმოსური მისია?

ჩინური კოსმოსური ხომალდი Changye 5, ბორტზე მთვარის ნიადაგის ნიმუშებით, ჩრდილოეთ ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე დაეშვა. 300 კგ კაფსულის ადგილმდებარეობა უკვე ნაპოვნია.

ამრიგად, ჩინეთი გახდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა აშშ - ს და სსრკ - ს შემდეგ, რომელმაც დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშების ჩამოტანა შეძლო. გეგმის თანახმად, კაფსულაში უნდა შეგროვებულიყო დაახლოებით 2 კილოგრამი ნიმუში, მაგრამ დეტალებს ჩინური მხარე არ ასაჯაროებს.

Changye-5 კოსმოსში 24 ნოემბერს გავიდა, მთვარის ზედაპირს ერთი კვირის შემდეგ 1-ლ დეკემბერს მიაღწია და ე.წ. შტორმის ოკეანეში შეძლო დაშვება. კაცობრიობა მთვარის ამ მხარეს პირველად შეისწავლის.

6 დეკემბერს, რობოტმა აიღო მთვარის ზედაპირიდან ნიმუშები, დაეყრდნო ორბიტალურ მოდულს და დედამიწაზე დაბრუნდა.

მთვარის კლდის ახალ ნიმუშებზე მეცნიერებს 44 წლის შემდეგ, პირველად ექნებათ წვდომა. ბოლოს მთვარის ნიადაგი დედამიწაზე 1976 წელს, საბჭოთა აპარატმა Luna-24-მა ჩამოიტანა.

"მთვარე დროის ერთგვარი კაფსულაა. კლდის ნიმუშები დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ მზის სისტემის გვიანდელი ისტორიის გარკვეული მახასიათებლები. Changye 5-ის ნიმუშები მნიშვნელოვნად გააფართოებს ჩვენს ცოდნას დედამიწა-მთვარის სისტემის შესახებ და საერთოდ მზის სისტემის შესახებ", - აცხადებს ბრიტანეთის ეროვნული კოსმოსური აკადემიის დირექტორი ანუ ოჯა.

  • გაგვიზიარებენ თუ არა?

ვის და რამდენად ექნება წვდომა ამ უნიკალურ ნიმუშებზე ჯერჯერობით გაუგებარია. ჩინეთმა კოსმოსური კვლევა გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად განახორციელა. უფრო მეტიც, Changye-5 ფრენის ფაზას სპეციალისტები ევროპიდან ადევნებდნენ თვალყურს.

ჩინეთის კოსმოსური საძიებო პროგრამა შედარებით ახალგაზრდაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქვეყნის სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, ჩინელ მეცნიერებს დასავლეთი ექსპერტების დახმარება მაინც სჭირდებათ. კოსმოსურ ინდუსტრიაში ჩინეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სწორედ ამის გამო გასულ წელს გახდა პირველი ქვეყანა, ვინც მთვარის ამ შორეულ მხარეში მფრინავი ობიექტი გაგზავნა.

კოსმოსის კვლევას პრეზიდენტი სი ძინპინი მხარს უჭერს. ჩინეთის სახელმწიფო ”კოსმოსურ ოცნებას” ეროვნული აღორძინებისკენ გადადგმულ ნაბიჯად რეგულარულად მოიხსენიებს.

ჩინეთი ასევე მუშაობს ასტრონავტების მთვარეზე და შემდეგ მარსზე გაგზავნისთვის.

  • საიდუმლო კოსმოსური ხომალდი

4 სექტემბერს ჩრდილოეთ ჩინეთში, ჯიუკუანის კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდი გაუშვეს. ის ორი დღის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

6 სექტემბერს, ფრენის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ Xinhua- მ მწირი ინფორმაცია გაავრცელა.

"წარმატებულმა ფრენამ ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები მოუტანა მრავალჯერადი გამოყენებადი კოსმოსური ხომალდების კვლევაში, რაც, სავარაუდოდ, სივრცის მშვიდობიანი გამოყენებისთვის კომფორტულ და იაფ ტრანსპორტს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია მოხსენებაში

ჩინეთის ბოლოდროინდელი გახმაურებული კოსმოსური მისიებისგან განსხვავებით, ამ “იაფი ტრანსპორტის“ შესახებ ძალიან ცოტა დეტალი გახდა ცნობილი. არ ვრცელდება ფოტოებიც.

არ გახმაურებულა გაშვებისა და ლოკაციაზე დაშვების ზუსტი დრო, ისევე, როგორც სადესანტო ადგილი.

ოფიციალურმა მემორანდუმმა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საიტის პერსონალი და სტუმრები გააფრთხილა, კოსმოსური ხომალდის აფრენა არ გადაეღოთ და ეს საკითხი ინტერნეტში არ განეხილათ.

გაურკვეველია ჩინური კოსმოსური ხომალდის ზომა და ფორმა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის X-37B ორბიტალური საცდელი მანქანის მსგავსი ერთგვარი უპილოტო კოსმოსური ხომალდი, რომელსაც აშშ-ს საჰაერო ძალები მართავენ. თუ ასეა, მაშინ ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა, რომელმაც მოახერხა მრავალჯერადი გამოყენებადი კოსმოსური ხომალდის შექმნა.

აშშ-ის X-37B ორბიტაზე მაისის ბოლოდან იმყოფება. ეს მისი მეექვსე ფრენაა. ამერიკული კოსმოსური ხომალდის საქმიანობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ ეს თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯაშუშური საქმიანობისთვის ან კოსმოსური იარაღის ტესტირებისთვის.

ანალოგიური ეჭვები გაჩნდა ჩინეთის შემთხვევაშიც. დაუდასტურებელი ცნობებით, აპარატის კოსმოსში გაშვების განსაკუთრებით გასაიდუმლოებამ, წარმოშვა ვარაუდი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის სამხედრო გამოყენება.

ლესტერის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის სპეციალისტის ბლედინ ბოუენის თანახმად, "ჩინეთი ხდება ყოვლისმომცველი კოსმოსური ძალა, რომელიც, ომისთვის, განვითარებისთვის და პრესტიჟისთვის კოსმოსურ ტექნოლოგიას იყენებს". წყარო

მოამზადა: თეონა რამაზაშვილმა

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს?

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან იტალიური "მაფიის ბოსი" - ვინ არის ჯოვანი ბრუსკა, რომლის სახელსაც 100-ზე მეტი მკვლელობა უკავშირდება