ავტორი:

"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა

"ბენზინი მოასხა ეზოში, დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა" - რას წერს მეზობელი ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა

იმ გოგონას მეზობელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც სოფო ხუნდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, დაზარალებული გოგონას გადარჩენაში უცნობი ადამიანები დაეხმარნენ:

"ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა, განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. "ტიპმა" ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი არ ვიცი, მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით, რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა, არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ", - წერს სოფო ხუნდაძე.

ცნობისთვის, 24 წლის გოგონა, რომელსაც თბილისში, ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“, - აცხადებს ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე