ავტორი:

"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

ლევან მაყაშვილი პირველი ქართველი მებრძოლია CFFC-სა და UFC-ში. ბევრ წარმატებასთან ერთად, იყო რთული დღეებიც, თავდაუზოგავად შრომობდა, დასახული მიზნისთვის რომ მიეღწია. 31 წლისაა და მის ანგარიშზე 16 გამარჯვება და 3 წაგებაა. თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია შრომა, შემართება და მებრძოლი სული. ჰყავს 2 შვილი - 4 და 3 წლის ბიჭები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

- ლევან, როგორც ვიცი, ბავშვობაში ჭიდაობდით, თუმცა შემდეგ თავი დაანებეთ. რა გახდა ამის მიზეზი?

- თავი არ დამინებებია, შესვენება მქონდა, რადგან სწავლა დავიწყე. მერე შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი, ამან უფრო მიმიზიდა. ჩავთვალე, რომ აქ უფრო წარმატებული ვიქნებოდი და მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. საქართველოს მასშტაბით ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი და არც ერთი ბრძოლა არ წამიგია, ამიტომ გადაწყდა ჩემი ამერიკაში წასვლა, ჩემს ორ მეგობართან ერთად. ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე შეჯიბრება გვქონდა, აკლიმატიზაციაც კი ვერ მოვასწარით. ძალიან რთული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიმარჯვე და ქამარი ავიღე. 2 ქამრით დავბრუნდით საქართველოში...

- რამდენიმე ხანში ისევ მოგიწიათ ამერიკაში დაბრუნებამ...

- დავბრუნდი, რადგან საქართველოში არ იყო განვითარების ისეთი პერსპექტივა, როგორიც ამერიკაში. რთულია, ემიგრანტის სტატუსს მოერგო. მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა დამჭირდა. ოთხი ქართველი ვიბრძოდით UFC-ში და მათგან პირველი მე ვიყავი, რომელმაც დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია.

- სამი ბრძოლა გაიმართა, შემდეგ კი UFC-ში კონტრაქტი აღარ გაგიგრძელეს. რა იყო ამის მიზეზი?

- საერთო ჯამში, ოთხი ბრძოლა მქონდა, მაგრამ სამი გაიმართა, ერთი გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ჰონორარი მაინც გადამიხადეს და ისტორიაშიც 4 ბრძოლა მიწერია.

- UFC-მდე იყო CFFC. რა მიღწევები გქონდათ?- CFFC-ში ორი ქამარი მქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იქიდანაც წამოვედი.- ბრძოლებში საქართველოს სახელით მონაწილეობდით?

- ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ქართველი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არც კი მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი, თუმცა არაერთი კლუბისგან მიმიღია შემოთავაზებები მაღალი ჰონორარით. სამშობლოს სახელს არანაირ ჰონორარზე არ გავცვლი.

- იყო წარუმატებლობაც, ვგულისხმობ თქვენს პატიმრობას ამერიკაში. რა მოხდა მაშინ?

- 30 ქართველთან ერთად დამაკავეს, ერთი დიდი გაუგებრობა იყო. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სპორტის გარდა, არანაირი ინტერესი არ მაქვს და მით უმეტეს, ქურდულ სამყაროსთან არ მაქვს კავშირი. ამიტომაც მალე გამომიშვეს, დამჭირდა თავდები და გირაო. ბევრი პრობლემა შემექმნა ამის გამო...

- თავდებში ვინ დაგიდგათ? იხილეთ სრულად

როგორია ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  საკარანტინე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა?

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?