ავტორი:

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა

ინდოეთში ქორწილი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცა. ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ვირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ CNN წერს.

შემთხვევა ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიჰარის შტატში მოხდა. ქალაქ პატნას კლინიკის ხელმძღვანელი, კიშორე ჩოდრი ამბობს, რომ COVID-19-ზე ტესტი ქორწილის ყველა სტუმარს ჩაუტარდა და მათგან 80 ინფიცირებული აღმოჩდა.

აღსანიშნავია, რომ სიძეს პანდემიის გამო ქორწილის გადადება სურდა, თუმცა მშობლებმა მისი სურვილი არ გაითვალისწინეს და შვილებს ხალხმრავალი, ტრადიციული ინდური ქორწილი გადაუხადეს, რომელსაც 360 ადამიანი დაესწრო.

სიძე 30 წლის იყო, მას ჯერ ტემპერატურამ აუწია, შემდეგ დიარეა დაემართა, ორი დღის შემდეგ კი, როცა მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში მიჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. მისთვის კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ, მაგრამ ვინაიდან ოჯახის წევრებს ვირუსი აღმოაჩნდათ და მასაც ყველა სიმპტომი ჰქონდა, ექიმები ამბობენ, რომ COVID-19-ით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ პატარძალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ქორწილი ორი კვირის წინ გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კარანტინია გამოცხადებული და ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამ დრომდე იქ 606 907 ადამიანი დაინფიცირდა. აღნიშნული მონაცემებით მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და მხოლოდ აშშ-ს, ბრაზილიასა და რუსეთს ჩამორჩება. ინდოეთში COVID-19-ით 17 860 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 360 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა - რა დაადგინა კვლევებმა

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა