ავტორი:

იურიდიული დახმარების სამსახური IDFI-ს კვლევას ეხმაურება

იურიდიული დახმარების სამსახური IDFI-ს კვლევას ეხმაურება

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციის თავისუფლებისგანვითარების ინსტიტუტის კვლევას განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის 2 ივლისს AMBEBi.GE-ზე გამოქვეყნდა IDFI-ს (ინფორმაციისთავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) კვლევა, სადაც მითითებულია, რომ "იურიდიული დახმარების სამსახურის" დირექტორმა, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის დადგენილი ლიმიტი ოთხჯერ გაზარდა, 275 ლიტრდან 600 ლიტრამდე”.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური ეხმაურება კვლევას და აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია მითითებულია არასრულად და მოკლებულია შეფასების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან,კვლევაში არ არის მითითებული საწვავის გაზრდის მიზანი, რაც ინფორმაციისა აღქმის საშუალებას იძლევა.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში 2019 წლის 24 თებერვალს დირექტორად დაინიშნა რაჟდენ კუპრაშვილი. დირექტორად დანიშვნის შემდგომ რაჟდენ კუპრაშვილის მიერ განხორციელდა სამსახურის 12 ბიუროსა (მცხეთა, რუსთავი,გორი, თბილისი, თელავი, სიღნაღი, ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი, ბათუმი,ახალციხე) და 7 საკონსულტაციო ცენტრში (ამბროლაური, ახალალაქი, წალკა,მარნეული, მესტია, საჩხერე, ოზურგეთი) რეგიონული შეხვედრები სამსახურისთანამშრომლებთან.

იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულების, კერძოდ, სამსახურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წელს სამსახურის დირექტორმა საქართველოს მასშტაბით გახსნა 5 ახალი წარმომადგენლობა - 1დისტანციური მომსახურეობის ცენტრი - წეროვანის დევნილთა დასახლებაში, 1 იურიდიული დახმარებია ბიურო - ოზურგეთში და 3 საკონსულტაციო ცენტრი -პანკისის ხეობაში (დუისში), შუახევსა და ცაგერში.

სამთავრობო-სამოქმედო გეგმებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2019 წელს საქართველოს 87 ქალაქში,დაბასა და სოფელში განხორციელდა 117 საინფორმაციო, საკონსულტაციო გასვლითი შეხვედრა.

სამსახურის დირექტორის უშუალო მონაწილეობით გაიმართა 26შეხვედრა, მათ შორის 4 შეხვედრა თბილისში და 22 შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (წალკა, ზუგდიდი (2 ვიზიტი), წეროვანი, დუისი,ჭიათურა, სტეფანწმინდა, ხაშური, ბორჯომი, ახალქალაქი, სიღნაღი, შუახევი (2ვიზიტი), ხულო, დუშეთი, ცაგერი, აბაშა, ქუთაისი, ოზურგეთი (2) ვიზიტი,ძეგვი).

აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ 2019 წლის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშში დაგანთავსებულია სამსახურის სოციალურ ქსელში.

იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019წელს სამსახურის დირექტორის მიერ 39 ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსთან გაიმართა მოლაპარაკებები და სამსახურს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა 37 საოფისე ფართი შემდეგ ლოკაციებში: ლაგოდეხი, ხობი,დუშეთი, დმანისი, ხარაგაული, ყვარელი, წყალტუბო, ბაღდათი, ჩხოროწყუ,ახმეტა, თიანეთი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ქარელი, ჭიათურა, ონი, ტყიბული,ლენტეხი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ქობულეთი, ადიგენი, გარდაბანი, ხაშური,ვანი, სამტრედია, ხონი, აბაშა, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხულო, ქედა,დედოფლისწყარო, გურჯაანი, ნინოწმინდა, ასპინძა.

IDFI-ს კვლევაში არ არის მითითებული საწვავის ათვისების შესახებ ინფორმაცია. მითითებული საწვავის ლიმიტის გაზრდა თავის მხრივ არ გულისხმობსმის სრულად ათვისებას.

სამსახურის დირექტორის მიერ 2019 წელს დამტკიცებული საწვავის ლიმიტიდან ათვისება მოხდა მხოლოდ 74. 7%-ით.

მითითებული ინფორმაციის ანალიზის გარეშე, IDFI-ს (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) კვლევაში მითითებული ინფორმაცია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირეტორის მიერ საწვავის ლიმიტის გაზრდის შესახებარასრულია და მოკლებულია შეფასების შესაძლებლობას" - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა