ავტორი:

LOL SURPRISE - სათამაშოები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში

LOL SURPRISE - სათამაშოები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში

LOL Surprise! - ეს ის სათამაშოა, რომელიც მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საყვარელი, სასურველი და პოპულარულია. პატარა ბურთის ფორმის კოლოფში მოქცეული თოჯინა თუ ცხოველი, თავისი აქსესუარებით, რა ხანია, იხვეჭს სახელს მსოფლიო ბავშვებში. მშობლებმაც რა ხანია იციან, რომ თუ უნდათ, ბავშვი ძალიან გაახარონ, LOL Surprise! უნდა შეურჩიონ. ბევრი ბავშვი კოლექციებსაც აგროვებს და სოლიდური ნაკრებიც აქვს შინ, რითაც ამაყობს.

თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ პაწაწინა სათამაშოების პირველი კოლექცია 2016 წელს გამოუშვა ამერიკულმა კომპანია MGA Entertinment-მა. ამიტომაც გამოირჩევა ეს სათამაშოები ამერიკული ხარისხით. თანაც, უცხო დაორიგინალური იყო სათამაშოების რეკლამირების მეთოდიც - სტანდარტული რეკლამების ნაცვლად, ბურთის მსგავს კოლოფებს ინტერნეტბლოგერები პირდაპირ ვიდეობლოგების გადაღების დროს ხსნიდნენ და ათასობით მომხმარებლის დაინტერესება მაშინვე გამოიწვიეს. ეს იყო წარმატებული მარკეტინგული სვლა, რომლის წყალობითაც გაყიდვებმა პირველივე კვირაში 500%-ით მოიმატა.

2017 წელს ამ სათამაშოებს უკვე მსფლიო იცნობდა და 2,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული. გარდა იმისა, რომ სიურპრიზად ბავშვს ხვდება სათამაშო თავისი ნივთებით, თავად ბურთიც შეუძლიათ გამოიყენონ სახლად, აბაზანად ან თოჯინის კონტეინერად. Play Video

თოჯინების უკვე რამდენიმე სერიაა გამოშვებული და ყველა ძალიან წარმატებული და პოპულარული გამოდგა. იმდენად პოპულარული, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი ყალბი LOL Surprise!-ები შეგხვდებათ ან მისი ფალსიფიკაციები.

საქართველოშიც რასაკვირველია, უზომოდ პოპულარულია და ყველა ბავშვმა იცის, თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის ფალსიფიკაცციური ნიმუშები და ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ LoL-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში სათამაშოების მაღაზიათა ქსელი XS სათამაშოებია. სწორედ ამ მაღაზიებში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ LOL Surprise!-ის ნამდვილი ნიმუშები.

პოპულარული თოჯინების ახალი სერიის ნახვაც სწორედ XS სათამაშოების მაღაზიებში შეგიძლიათ. თოჯინების გარდა მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს დამატებით აქსესუარებს: ავტობუსს, სახლს, მანქანას და ა.შ. ეს ის სიახლეა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ და აუცილებლად გაახაროთ პატარები ექსკლუზიური, მთელი მსოფლიოს ბავშვების საყვარელი სათამაშოებით. შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქგვერდს.

ქალაქი, რომელიც ბრილიანტებზე დგას - მისტიკური და საიდუმლოებით მოცული ადგილი ბავარიაში

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება