ავტორი:

"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ მისი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს საქართველოს მხრიდან შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა შავ ზღვაში საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლების შესახებ.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე სახის კონფლიქტების გაჩაღებით, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენი მომზადების ხარისხი გვაძლევს საშუალებას, მომავალს მშვიდად ვუყუროთ“ , - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობით, მაგრამ, მისივე განცხადებით, პრობლემა აფხაზეთში არ არის.

„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს, მის უფლებებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა პოლიტიკამ. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მან მოიყვანა ციტატა საქართველოს ხელისუფლების დოკუმენტიდან: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის დინამიკური განვითარების გზაზე, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი ფასებულობაა მშვიდობა.

ბჟანიას თქმით, მიესალმებიან ასეთ მიდგომას, მაგრამ მისთვის გაუგებარია, საქართველო ამ დრომდე რატომ არ აწერს ხელს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთთან მიმართებით.

„როგორც კი ეს პირველი პუნქტი განხორციელდება, ყველაფერი სულ უფრო კარგად წავა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ, აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, მაგრამ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დიალოგის საშუალებას მოგვცემს“ , - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლება მართლაც არის დაინტერესებული მშვიდობით, ის სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს.

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს