ავტორი:

ხათუნა ჟორდანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება - "უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს" (ფოტოები)

ხათუნა ჟორდანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება - "უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს" (ფოტოები)

ხათუნა ჟორდანია უკვე რამდენიმე თვეა, რაც მძიმე სენს ებრძვის. მკურნალობის მთავარ კურსს თვეების განმავლობაში ისრაელში გადიოდა, პანდემიამდე კი საქართველოში დაბრუნდა და ქიმიოთერაპიის კურსი აქ დაასრულა.

ხათუნას ოჯახი მხარში უდგას. მას არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ მეუღლე და შვილები მაქსიმალურად უწყობენ ხელს და მასზე ზრუნავენ.

საბედნიეროდ, ცნობილი სახე არაჩვეულებრივად გამოიყურება, თავს კარგად გრძნობს და ის სხვადასხვა ღონისძიებებსაც ესწრება.

ნინი ქარსელაძის უახლოესმა მეგობარმა, ლიკუნა რევიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხათუნას ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:

"ეს უსაყვარლესი გოგოა, ჩემი მეგობრის დედა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ დავწერე. მაშინ არც ნინი მიხსენებია და არც ხათუნა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რამხელა ძალა აქვს სიყვარულს - განსაკუთრებით დედაშვილურს.

იმედი და რწმენა იმის, რომ ყველაფერს შეძლებ, არ ნიშნავს მატერიალურ კეთილდღეობას და უზრუნველ-ყოფას. ამ ბოროტ დაავადებას, რასაც "ონკოლოგია" ჰქვია, არ აქვს სტატუსი, რომელი ფენის წარმომადგენელი ხარ. ყოველდღიურ ბრძოლაში გჭირდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის რომ გადარჩე, იმისთვის რომ გადაარჩინო.

ეს არის ზღაპრული სიყვარული და ძალა, რამაც პირველ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში წარმატება მოიტანა. წინ უდიდესი გზაა, საბოლოოდ დაამარცხო სიტყვა "სიმსივნე", რომელიც დღეს ისევ განაჩენთან ასოცირდება....

ყველაფერი სურვილის სიძლიერეზეა დამოკიდებული ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, როცა გჯერა და ინდომებ ყველაფერს აღწევ. სიყვარულს არ აქვს საზღვრები, ჩემი მეგობარი მაგალითია ამის. მე ჩემი თვალით ვუყურე როგორ ებღაუჭებოდა სიკვდილს და არ მისცა გამარჯვების უფლება. მე ჩემი თვალით ვუყურე გათენებულ ღამეებს და ფეხზე დამდგარ ძილს. მე ჩემი თვალით ვუყურე რას ნიშნავს დრო და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პაციენტებისთვის ყველა წუთი და წამი, თანადგომა და ჩვენება იმის რომ შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის დედა- მე არასოდეს შევეგუები შენ ტკივილს და უსუსრობას.

ყველას გისურვებთ რწმენას და სიყვარულს. ცხოვრებაში მარტო ბედნიერი დასაწყისი და ტრაგიკული ფინალი არ ასებობს, არსებობს ტკივილიანი გზა რომელიც უდიდესი სიხარულით მთავრდება.

წინ ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანი ბრძოლის უდიდესი გზაა, საბოლოოდ დაამარცხო "განაჩენი". შენ ამ ბრძოლაში ხარ დიდი იმედი და მჯერა, ზუსტად ვიცი რომ იქნები მაგალითი ' განაჩენზე ' გამარჯვების", - წერს რევიშვილი.

ემოციურ წერილს თავად ხათუნამაც უპასუხა:

"ლიკუნა, შენი და უამრავი ადამიანის კეთილი სურვილებით, კარგად ვიქნები.

ძალიან ბევრ წერილს ვიღებ, ნაცნობებისგან და კიდევ უფრო ბევრს, უცხო ადამიანებისგან. ყველა, ერთმანეთზე უფრო თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე. თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგენთ, როგორ მაბედნიერებს თითოეული თქვენი იმედიანი სიტყვა და სურვილი.

როგორი დიდი ბედნიერებაა, როცა ამდენი ადამიანი გამხნევებს, გლოცავს და ასეთ ზღვა სიყვარულს გიგზავნის!!! დიდი მადლობა ყველას, ვისაც ერთხელაც კი გაეფიქრა ჩემზე და კეთილი აურა გამომიგზავნა.

უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს. თქვენთან ერთად კი ძალიან ადვილად და სწრაფად გადავლახავ ყველაფერს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მიყვარხართ...“ - წერს ხათუნა სოციალურ ქსელში.

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე