ავტორი:

ბროწეულაში "გოგიჩას" სახელობის ქუჩა გაიხსნა - "დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ამ საჩუქარს"

ბროწეულაში "გოგიჩას" სახელობის ქუჩა გაიხსნა - "დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ამ საჩუქარს"

თბილისთან 25 კმ-ში მდებარე ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დასახლებაში ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის შვილი, მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი წერს:

"ყველა ბნელ დღეს - სინათლე მოსდევს, სევდას - სიხარული და შენი დატოვებული სიყვარული არის მ ა რ ა დ ი უ ლ ი

პ.ს ჩემი პატარა ანგელოზის ქუჩა გაიხსნა. მიყვარხარ, მა, და დიდი მადობა ბაბუს და ყველა კეთილ ადამიანს ყურადღებისა და დაფასებისთვის. ჩვენთვისაც უდიდესი სიურპრიზი იყო ისე მოხდა ყველაფერი, ხალხის სიყვარულით და ინიციატივით", - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.

სასიხარულო ამბავთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს ტელეწამყვანის მეორე ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილიც:

"არავისთვის არ გვითხოვია, არავინ შეგვიწუხებია, ადამიანებში დატოვებული სიყვარულით ასე ჩვენთვისაც ბედნიერ სურპრიზად გაჩნდა მამას ქუჩა ამ ლეგენდა ადამიანების გვერდით, დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ალბათ ამ საჩუქარს, მადლობა, მა, და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სიყვარული ასე დაინახა, დააფასა. პ.ს: ქუჩა მდებარეობს კინოსტუდიის აგარაკები სადაცაა ე.წ. ბროწეულას დასახლება და ქართული ფილმის ქუჩა სწორად იქ არის მამას ქუჩა", - წერს ნანუკა.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ("გოგიჩა") 2019 წელს 51 წლის ასაკში, მძიმე სენთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

"სოფის ტრაგედიამ სკოლის დირექტორს ერთადერთი შვილის გარდაცვალებით გამოწვეული იარები გაუხსნა" - "ალბიონის" განცხადება გარდაცვლილ მოსწავლესთან დაკავშირებით

"ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი..." - რას წერს ელენე ხოშტარია აბიტურიენტ ვაჟზე