ავტორი:

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ვახო ახვლედიანი ჩვენებას ცვლის. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ახვლედიანი, რომელიც შაქარაშვილთან ერთად თავდამსხმელებს გაექცა, ახალ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ თავდამსხმელების მიზანი მათი ცემა და ფიზიკური ანგარიშწორება არ ყოფილა. ვახო ახვლედიანის ჩვენება სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან.

ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი ეხმაურება:

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც "დაზარალებულად" არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია", - წერს ანი შაქარაშვილი.

მედიაში გავრცელებული ახვლედიანის ახალი ჩვენების თანახმად, სამართალდამცავების შეკითხვაზე დაეწეოდნენ თუ არა მდევრები ("ტოიოტა ქამრში" მსხდომი მორაგბეები) მათ და უნდოდათ თუ არა მდევრებს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ახვლედიანი პასუხობს, რომ არ ეთანმხმება ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მდევრებს არ სურდათ ფიზიკური დაპირისპირება. ამასთან, სამართალდამცავების კითხვაზე, თუ რატომ არ დაურეკა მან 112-ს მაშინ, როდესაც კონფლიქტი მძვინვარებდა, ახვლედიანი პასუხობს, რომ მას არც კი უფიქრია ამაზე, რადგან "ამის თავი არ ჰქონდა", ხოლო ამირხანაშვილი და შაქარაშვილი იმიტომ არ მოძებნა, რომ შეშინებული იყო და სურდა, მალე გაცლოდა ტერიტორიას."

ვახო ახვლედიანი მანამდე გავრცელებულ ჩენებაში ყვება: "ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ, უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ".

ნახეთ ჩვენება სრულად: "მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

"ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა" - ჰასკის ემოციური ისტორია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა