ავტორი:

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში შავი ჭირით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გააძლიერეს სიფრთხილის ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ აიკრძალა ნადირობა იმ ცხოველებზე, რომლებიც შესაძლოა შავი ჭირის მატარებელნი იყონ, ასევე აიკრძალა მათი ხორცის ჭამა.

როგორც BBC წერს, შავი ჭირის შემთხვევა ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში დაფიქსირდა. ინფიცირებულია ერთი ადამიანი, მწყემსი, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია. უცნობია, როგორ დაინფიცირდა ის, უცნობია ინფიცირების წყარო.

შავი ჭირის შემთხვევა გასულ წელს მონღოლეთში დაფიქსირდა და მისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების წყარო მღრღნელის უმი ხორცი იყო.

აღსანიშნავია, რომ შავი ჭირი ჩვენს დროში აღარაა ისეთი სახიფათო, როგორც ადრე იყო, თუმცა დროული ჩარევა აუცილებელია იმისთვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა

რა გააკეთა პოლიციელმა, როდესაც ნახა, რომ 3 კვირის ჩვილი ვერ სუნთქავდა - მიჩიგანელი ოფიცრის გმირობის ამბავი და ემოციური კადრები

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა - ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის მოზარდია