ავტორი:

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე

სურამში 34 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით მძინარე მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა და ის დანაშაულს აღიარებს. გარდაცვლილი 31 წლის თიკო რუსიაა, რომელსაც 3 შვილი დარჩა.

მოკლულიც და ბრალდებულიც სურამში ცხოვრობდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი "ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა".

ბლოგერი ნასტასია არაბული, რომელიც მოკლულსაც და ბრალდებულსაც ბავშვობიდან იცნობდა, მომხდარზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოკლულ ცოლსაც და მკვლელ ქმარსაც ბავშვებიდან ვიცნობ. ცოტა უფრო მეგობრული ბავშვი რომ ვყოფილიყავი, შემეძლებოდა მეთქვა, ერთად გავიზარდეთ თქო. სულ რამდენიმე ადამიანთან გამომდიოდა მეგობრობა მაშინაც და ახლაც. სურამში ყველა ყველას იცნობს, ბიჭი ჩემი მეზობელი, სკოლელი და მუსიკის მასწავლებლის შვილი იყო.

ბოლოს ალბათ ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში შემთხვევით “მოკლული ცოლი”‘ უმცროს შვილთან ერთად, ბავშვებზე, სკოლებსა და მასწავლებლებზე ვილაპარაკეთ - მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ, მაშინ უკვე ქონდათ პრობლემები თუ ჯერ კიდევ ნორმალურად იქცეოდა ქმარი.

ისეთ გარემოში, რაც სურამსა და სხვა ეგეთ პატარა, უსაქმურობასა და უყველაფრობაში ჩაძირულ დასახლებებშია, ძალადობა დიდ გაკვრივებას არ იწვევს, უფრო ნორმაა, ვიდრე გამონაკლისი. იმედია ამ საშინელი უბედურების მერე მაინც უფრო ცხადი გახდება, რომ არანაირი ოჯახის შენარჩუნება არ ღირს მოძალადესთან, რომ როცა რაღაც გაწუხებს, ჯობს ილაპარაკო, ვიდრე ლამაზი და ბედნიერი ფოტოები პოსტო.

იმავე სურამში მსგავსი ქცევის კაცი სხვაც ბევრია. იქნებ მიხვდნენ მათი ცოლები, რომ არ ღირს მათთან ერთად, სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრება. კაცები რომ რამეს მიხვდებიან, მაგის იმედი არ მაქვს" - წერს ანასტასია არაბული.

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა

ვის დაურეკა გიორგი ქათამაძემ ხიდზე ჩხუბის შემდეგ და ვინ ჩამოიყვანა "მერსედესის" 2 მგზავრი თბილისში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა