ავტორი:

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

რამდენიმე დღეა პრესაში აქტიურად წერენ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის და ასევე ესპანური "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე თორნიკე შენგელიამ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს. წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს "მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება. რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

შენგელიას მოსკოვში შესაძლო გადაბარგების შესახებ საუბრობს ვეტერანი რუსი კალათბურთელი ანდრეი კირილენკო, რომელიც ამჟამად რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

"შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადასვლა სულაც არ გამაკვირვებს. ისინი, დიდი ხანია, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღების ცენტრში არიან. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ცსკა, რომელმაც რამდენიმე კალათბურთელი დაკარგა, მათ შორის კაპიტანი კაილ ჰაინსი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდი ახალი სეზონის წინ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა", - ამბობს კირილენკო ინტერნეტგამოცემა "ჩემპიონატთან" საუბრისას.

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

ვნახოთ ზოგიერთი კომენტარი და პოსტი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დაწერეს:

ლიბანის მე-4 ლიგაში ჯობია თამაში ბრუკლინიდან და ჩიკაგოდან შენი კარიერა ცსკაში რომ მთავრდება

ცსკა-ანუ არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი-არის არა მარტო სახელწოდებით სიმბოლო საბჭოთა/რუსეთის არმიის "დიდების" , არამედ პირდაპირი მნიშვნელობით პუტინის/კრემლის იდეოლოგიური პროპაგანდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამ "პროექტს" რომელშიც მრავალი ათეული მილიონი დოლარი იხარჯება ყოველწლიურად, უშუალოდ კურირებს ფსბ-ს გენერალი, პუტინის უახლოესი წრის კაცი -სერგეი ივანოვი. ამ პროექტს უაღრესად დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს კრემლის იმპერიალუსტურ პროპაგანდაში.გუნდის ჰიმნია საბჭოთა წითელი არმიის მადიდებელი სიმღერის ერთი სტროფი-красная армия всех силнее-რომელსაც საზეიმოდ უკრავენ ყოველი თამაშის წინ..

პატრიოტიზმს რომ გავეშვათ, ესპანეთიდან რუსეთისკენ რომ აიბარგები, მგონია ცოტა შეგნებისა და გემოვნების ამბავში "ვერ ლავეს"... თუმცა რას გაიგებ - კაცია და გუნება...

აი რა მიკვირს იცი? ადამიანის პირად არჩევანში რო აფათურებთ ხელებს, რა ვალდებულია ვინმეს ანგარიში ჩააბაროს შენგელიამ თუ სად ითამაშებს. რუსეთის დედა... პოლიტიკურად, მაგრამ ევროპაში საკალათბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა და "პატრიოტული" სასტავი რო გამოხტებით დარწმუნებული ვარ თოკო ნებისმიერზე მეტი პატრიოტია, უკეთესი პიროვნებაც და წარმატებული ადამიანიც.

რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა და თამაშობს რუსეთის ლიგებში, რაღა შენგელიაზე ატეხეთ პანიკა?

ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია შენი ქვეყნის და შენ ამ დროს იმ ქვეყნის სასარგებლოდ არგუმენტებს იძახი, რომელსაც აქვს ოკუპირებული, აი სტოკჰოლმის სინდრომი კი არა სულით მონა ხარ. ქალაქებს რომ გიბომბავს და დიდსა თუ პატარას გიკლავს რომელ პოლიტიკაზეა საუბარი.... არ არსებობს ცალკე პოლიტიკა და სპორტი. მტერი მტერია ყველგან. შეიგნეთ ეს

მეც არ ვარ აღფრთოვანებული, შეიძლება საზოგადოებისთვის სილის გაწნადაც ჩავთვალოთ.

მაღალი ხარ ძმაო! მაგრამ თავს იმცირებ როგორც მონა

სირცხვილია რუსული არმიის გერბი რომ გვაქვს მკერდზე. იმ არმიის რომელიც შენს ქვეყანას ბომბავდაა... რომელ პოლიტიკაზეა საუბარი...

მრუშობის ლამაზი ფორმაა. ნეტა სომეხი თუ ითამაშებს აზერების გუნდში? ისრაელში ვაგნერს არ ასრულებენ. არადა არაფერი დაუშავებია- ჰიტლერს მოსწონდა და ეგაა.

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

"ასე მგონია, რომ ნუცა დაბრუნდა" - ვინ არის მხატვარი, ვინც მაია ასათიანი ქალიშვილთან ერთად დახატა

YouTube-ი ახალ სერვისს ჩაუშვებს, რომელიც TikTok-ის ანალოგი იქნება