ავტორი:

"გიორგობიანს მას შემდეგ დავურეკე, რაც იაკობს კამერები ჩამოართვეს... გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა" - იაკობ ბრეგვაძის დედა

"გიორგობიანს მას შემდეგ დავურეკე, რაც იაკობს კამერები ჩამოართვეს... გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა" - იაკობ ბრეგვაძის დედა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედის ინფორმაციით, ნინო გიორგობიანს მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა, რაც იაკობ ბრეგვაძეს პოლიციამ ტელეფონი და კამერები ჩამოართვა.

როგორც მის მიერ "ფეისბუზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო გიორგობიანმა, რომ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებდა.

"რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს.

ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა, მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა.ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით! 112 -ს ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი.

რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა.." - წერს მარი ბრეგვაძე.

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იმ დროს როდესაც მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, გიორგი შაქარაშვილმა და რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის იაკობმა გადაწყვიტეს მათგან თავი გაქცევით დაეღწიათ. დღეს შსს-მ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ რეკავს ბრეგვაძე 112-ში და დახმარებას ითხოვს.

"რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ?" - იაკობ ბრეგვაძის დედა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა