ავტორი:

"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა

"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებული ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, მას კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაკვირვებას აწარმოებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთვევა, როდესაც ქალმა საკუთარ შვილზე იძალადა. ფიზიკური ძალადობის შემთხვევისას პატრული მეზობლებმა გამოიძახეს.

"დაზიანებები დედამ მიაყენა, ნახეთ რამდენი ნაკბენი აქვს ბავშვს. პოლიციაში ბებიაჩემმა დარეკა, ეს ძალადობის პირველი შემთვევა არა არის" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ინფორმაციით, 9 წლის ბავშვს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

"ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა.

ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა",- აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი ცისანა ჩიკვაიძე.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე... მალე მოდით რა" - რაზე ესაუბრა იაკობ ბრეგვაძე 112-ი ოპერატორს შემთხვევის ღამეს

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს