ავტორი:

28 წლის ბიჭმა ბაბუა დედაზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა? - რას ყვებიან სოფელ მუხრანში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

28 წლის ბიჭმა ბაბუა დედაზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა? - რას ყვებიან სოფელ მუხრანში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ადგილობრივები საუბრობენ. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, ოჯახში მომხდარი სექსუალური ძალადობა იყოს.

კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური იძია იმის გამო, რომ მამაკაცი ბიჭის დედაზე (ანუ საკუთარ რძალზე) წლების განმავლობაში ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

"პირადი საქმეები ჰქონდათ მაგათ. „სტრანნი“ ისტორია აქვთ,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ადგილობრივი ამბობს, რომ „იყო“. "კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო, ამბობდა" - ამბობს ადგილობრივი.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

შეგახსენებთ, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.

"ჩემი წყარო არის შსს-ს გენერალური ინსპექცია..." - რის თქმას აპირებს ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვისას

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე