ავტორი:

"ღამე პირად საქმეზე ჩამოვედი, მოვხვდი არასწორ ადგილას... ამირხანაშვილს უბრალოდ დარეკვა მთხოვა" - ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა

"ღამე პირად საქმეზე ჩამოვედი, მოვხვდი არასწორ ადგილას... ამირხანაშვილს უბრალოდ დარეკვა მთხოვა" - ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაშა ლურსმანაშვილის გამოკითხვა დასრულდა. პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი, ერთადერთს გეტყვით, ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა", - განაცხადა ლურსმანაშავილმა.

ის საგამოძიებო უწყების კითხვებს თითქმის, 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა

ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით