ავტორი:

ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები "სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არის"

ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები "სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ არის"

ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხარისხის განსაზღვრისას, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“.

როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში.

ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში“.

როგორც დასკვნაში წერია, გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, გიორგი შაქარაშვილის სიკდვილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, რაც დასტურდება გვამიდან აღებული თირკმლის ცენტრიფუგატში დიატომური და ფიტოპლანქტონის არსებობით და გვამის გამოვკლევის დროს ნანახი მიკრო და მაკრომორფოლოგიური სურათით.

დოკუმენტის მიხედვით, „სიკვდილის დადგომიდან გვამის სასამართლო-მედიკური წესით გამოკვლევამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო“.

სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა

ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით