ავტორი:

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

"მონსტრი, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კლავს", - ასე ეხმაურება ანტიკრემლისტური რუსული მედია ჩეჩნეთის ლიდერის ქმედებებს. novayagazeta.ru-ს საგამოძიებო განყოფილების მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ბოლო ხანებში, ჩეჩნეთში სამართალდამცავებმა 30-მდე ადამიანი მოკლეს.

"მათ ისე დააკავეს და "სამართლით", რომელიც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის თავადვე შეადგინეს, ისე გაასამართლეს, ამის შესახებ სასამართლოს არც კი შეატყობინეს", - წერს გამოცემა.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, ჩეჩნეთში, გროზნოს ე.წ. სპეციალურ განყოფილებაში, სხვადასხვა დროს შეყვანილი 30-ზე მეტი ადამიანი ისე "გაქრა", მათ შესახებ არავითარი ცნობები აღარ არსებობს. "მათზე ოფიციალური ცნობები არ მოიპვება საგამოძიებო უწყებებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტებში", - აღნიშნულია სტატიაში.

რუსული გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთში 2017 წელს დაკავებულების ნაწილს კამერების წინ "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის აღიარებას აიძულებდნენ, რაც არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ ოჯახს მათზე ინფორმაციის მოძიების მორალური უფლება ჩამოერთვათ.

"ჩვენი დოკუმენტებით, დადასტურებული წყაროებით ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ასევე დაკავებულია 109 ადამიანი, რომელთა ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია", წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში, გროზნოს პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ სამი ადამიანი მოკლეს, რომლებიც სექსუალური უმცირესობის უფლებებს იცავდნენ და ჩეჩნეთში არსებულ ვითარებას აპროტესტებდნენ. ცნობილია, რომ პოლიციელებმა ისინი დააკავეს, ამის შემდეგ მათი კვალი ქრება. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ისინი სასტიკი წამებისას შემოაკვდათ...

novayagazeta.ru -მ ჩეჩნეთის პოლიციას ათობით გამქრალი ადამიანის გვარ-სახელი გადაუგზავნა და სთხოვა, მიეწოდებინათ ცნობები, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ მათზე, ბოლოს სად ფიქსირდებოდნენ ეს ადამიანები და რა ბედი ეწიათ. გროზნოელმა სამართადლამცველებმა მხოლოდ ოთხი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს, ორზე კი განაცხადეს, რომ ცოცხლები იყვნენ, თუმცა, მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"პირები რომელთა შესახებაც ჩეჩნეთის პოლიცია ირწმუნება, რომ ცოცხლები არიან, სიკვდილით დასჯილი მამაკაცის ოჯახის ახლობლები, მოხმა მუსკიევი და შამხან იუსუპოვი არიან" - წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ისინი ახმატ კადიროვის სახელობის საპატრულო პოსტთან დააკავეს და აიძულეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტული დაჯგუფების მხარდამჭერი ბანერის ფონზე გადაეღოთ ვიდეო და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთის პოლიცია კადიროვისთვის არასასურველ პირებს ამის გაკეთებას აიძულებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ერთი წლის განმავლობაში გამქრალი 30-ზე მეტი ადამიანის საქმეზე გამოძიება ჩაატარა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პრეზიდენტის, ტატიანა მოსკალკოვის უწყების წარმომადგენლები ჩეჩნეთში ჩავიდნენ, რათა ადგილზე გადაემოწმებინათ novayagazeta.ru-ს მიერ მომზადებულ მასალაში მოცემული ფაქტების ნამდვილობა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, მათ ცრუ სიუჟეტი აჩვენეს, სადაც მოხმა მუსკიევა და შახმა იუსოპოვა (მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია), დაკავებამდე არიან გადაღებული.

"ჩვენ მიერ მიწოდებული სიიდან სამი ადამიანის კვალს საგამოძიებო კომიტეტმა ვერ მიაგნო", - წერს გამოცემა,.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, აღნიშნულს ხმაური არ მოჰყოლია. გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უმძიმესი ვითარებაა, თუმცა რუსეთის დუმაში ამაზე შეთანხმებულად დუმან.

"კადიროვი პუტინს ყველაზე ბინძურ საქმეებს უპრობლემოდ უყგვარებს, ისე რომ კვალი თითქმის არასდროს მიდის კრემლის კარამდე. შესაბამისად, ხელი ხელს ჰბანს, რაც კადიროვის ერთპიროვნულ დიქტატურას ამყარებს", - წერს რუსული გამოცემა, რომლის ცნობითაც, რამზან კადიროვი "სიკვდილით და განადგურებით" ემუქრება ყველას, ვინც რეგიონში კრემლის და მის მიერ შექმნილ წესრიგს არ დაემორჩილება.

რამდენიმე დღის წინ, კადიროვი დუბაიში, ცნობილ ახალგაზრდა თურქ მზარეულს ბურაკ ოზდემირს, იგივე "თურქ ეშმაკს", მისივე კუთვნილ რესტორან CZN BURAK -ში შეხვდა, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერს სიურპრიზი მოუწყო, წარწერით - "ახმადი ძალაა!" ცნობისთვის, 17 თებერვალს, ჩეჩნეთის მეთაური აბუ-დაბის პრინცს, მუჰამედ ალის შეხვდა და ვლადიმირ პუტინის გზავნილი პირადად გადასცა, რომლის თანახმადაც "რუსეთის პრეზიდენტი რუსეთსა და ემირატებს შორის მრავალმხრივი და პროდუქტიული ურთიერთობების მომხრეა. ეს კი მიანიშნებს, რომ "კადიროვს პუტინის ნდობა უფასდება", - წერს გამოცემა.

წყარო: novayagazeta.ru

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

კონგოში გაერო-ს მანქანებზე თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი გარდაიცვალა

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს