ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 851 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - "ყველა წყარო დადგენილია"

ინფორმაცია მშობლებისთვის - ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი იწყება