ავტორი:

5 მიზეზი, რის გამოც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა

5 მიზეზი, რის გამოც თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის ცსკა-ს წევრი გახდა, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

თავად შენგელია აღნიშნავს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - ამბობს შენგელია "არმიელთა" საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სპორტული გამოცემა LELO.GE იმ მიზეზების შესახებ წერს, რის გამოც შენგელია ცსკა-ში გადავიდა:

  • პირველი მიზეზი - გამოსასყიდი

მაშინ, როდესაც ჟურნალისტები შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარების მომზადებასა და უცხოური პრესიდან ცხელი ამბების თარგმნით ვიყავით დაკავებულები, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გაამახვილა ყურადღება ერთ გარემოებაზე, რაც, რეალურად მთავარი მიზეზი გახდა შენგელიას ცსკა-ში გადასვლისა.

"ვიტორიულ "ბასკონიასა" და ცსკა-ს შორის განხორციელდა ჩვეულებრივი ტრანსფერი. ანუ ბასკურმა კლუბმა გაყიდა თავისი კუთვნილი მოთამაშე ცსკა-ში, რაშიც საკმოდ სოლიდური თანხა აიღო. ამით გამოინთავისუფლა მისი მაღალანაზღაურებადი 2-წლიანი კონტრაქტი, პლუს ტრასფერიდან სილიდური თანხა მიიღო. ასე რომ თორნიკე თავისი ნებით არ გაქცეულა მოსკოვში!" - წერს ნაცვლიშვილი.

ზოგადად, კალათბურთში, ფეხბურთისგან განსხვავებით, კონტრაქტის გამოსყიდვა იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, მოთამაშეები კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იცვლიან კლუბებს.

თორნიკეს შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია: თავიდან "რეალმაც" გამოთქვა დაინტერესება, "მილანმაც", მაგრამ რადგან შენგელიას "ბასკონიასთან" მოქმედი კონტრაქტი (2022 წლამდე) ჰქონდა, ხელშეკრულების გამოსყიდვისთვის სოლიდური თანხა დასჭირდებოდათ. გამოცემა "მარკას " მტკიცებით - დაახლოებით 1 მილიონი ევრო. სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხის გამო დაიხია უკან ბევრმა ევროპულმა გრანდმა, რომელთა ხელმძღვანელობასაც შენგელიას საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი ჰქონდა.

თოკომაც თქვა - სერიოზული ინტერესი მხოლოდ ცსკა-სგან იყოო. ცხადია, "ბასკონიასთვის" ეს ტრანსფერი დიდად სარგებლიანი იყო. ასეთ პირობებში შეეძლო თორნიკე კლუბის წინააღმდეგ წასულიყო და უარი ეთქვა? პასუხს მეორე მიზეზთან მივყავართ...

  • მეორე მიზეზი - ტიტული

"ნებისმიერი სპორტსმენის დიდი შრომა მიმართულია ერთი მიზნისკენ - მოიგოს უმაღლესი ტიტულები," - ასე იწყება ვლადიმერ ბოისას "ფეისბუქპოსტი". ვოვა წლების განმავლობაში სლოვენიური "ოლიმპიას" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ლიდერთაგანი იყო.

მაყურებლისთვის, საქომაგო ობიექტის მიერ, ამა თუ იმ ჩემპიონატის მოგება, ემოციური მომენტია, მაგრამ ბოისაზე უკეთ ვის მოეხსენება, რას ნიშნავს ხანგრძლივი მარათონის ტიტულით დაგვირგვინება! ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იმას, რა განიცადა ვოვამ იტალიის ჩემპიონატის მოგებისას, ფაჩულიამ - NBA-ის თასის აღმართვისას, შენგელიამ - ესპანეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასის ჩახუტებისას.

კალათბურთელი მოჭადრაკე არ არის, ღრმა სიბერემდე ითამაშოს - ბლიცის თამაში უწევს: მოკლე დროში უნდა მოასწროს რაც შეიძლება მეტი და მაღალი ხარისხის თასის მოგება. ევროპაში საკლუბო მწვერვალი ევროლიგის ჩემპიონობაა. თორნიკე შენგელია დღეს ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდია, შესაბამისად სჭირდებოდა გუნდი, რომელთან ერთადაც ევროლიგის ტიტულს მოიგებს.

"ბასკონიასთან" ერთად ევროლიგაზე გამარჯვება გამორიცხული იყო, შესაბამისად კიდევ ორი წლით დარჩენა, ორი წლის დაკარგვას ნიშნავდა. დრო კი არ ითმენს, თორნიკე წლეულს 28 წლისა გახდება...

ცსკა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია, შესაბამისად, ახალ სეზონშიც მთავარი ფავორიტი იქნება. ასეთი გუნდი კი საუკეთესო პლაცდარმი იქნება ევროპის მთავარი საკლუბო სიმაღლის დასაპყრობად, რაშიც შენგელიას დახმარების დიდი იმედი აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელს.

  • მესამე მიზეზი - მწვრთნელი

მიჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ, - მოდით, ეს ანდაზა სპორტული კუთხით შევატრიალოთ: მითხარი, ვინ არის შენი მწვრთნელი და გეტყვი ვინ ხარ შენ.

"მწვრთნელს შეუძლია ვარსკვლავად გაქციოს, ან პირიქით - რაც შეგიძლია, ისიც დაგავიწყოს", - მითხრა რამდენიმე წლის წინათ ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

სპორტში ასეა: როდესაც ახალ კლუბში გადადიხარ, პირველ რიგში, კითხულობ, ვინ არის მთავარი მწვრთნელი, რადგან სწორედ მის განწყობასა და ტაქტიკაზეა დამოკიდებული კალათბურთელის ბედი. თორნიკე შენგელიამ კარგად იცოდა ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის, დიმიტრის იტუდისის მისდამი დამოკიდებულება და ამიტომაც წავიდა მოსკოვში. ბერძენი სპეციალისტის მიდგომა მისივე ნათქვამიდან გამოჩნდა:

"საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. მინდა კლუბს მივულოცო თორნიკეს დამატება. რამდენიმე წელი ვცდილობდით შენგელიას გადმოყვანას და მოხარული ვარ, რომ ბოლოსდაბოლოს ეს შევძელით....წაიკითხეთ სრულად lelo.ge-ზე

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა