ავტორი:

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები

დიდ ბრიტანეთში, სტოუნჰენჯის ცაზე, ფოტოგრაფებმა იშვიათი კომეტა დააფიქსირეს. კომეტა, სახელად Neowise პირველად მარტში შენიშნეს და ის იმ იშვიათ კომეტებს შორისაა, რომლის დანახვაც 21-ე საუკუნეში შეუარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.

კომეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს 23 ივლისს იქნება. როგორც BBC წერს ის დედამიწიდან 103 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული.

ულამაზესი სანახაობა სტოუნჰენჯის ცაზე ფოტოგრაფმა ჯეფ ოვერსმა აღბეჭდა. ოვერსი ამბობს, რომ ეს გასაოცარი იყო.

ფოტოგრაფი მთელი ცხოვრებაა ვარსკვლავებს აკვირდება და ფოტოებს უღებს ციურ სხეულებს, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი სილამაზე არასდროს უნახავს. მეცნიერები ამბობენ, რომ კომეტა ხილული იქნება მთელი ივლისის განმავლობაში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის.

კომეტა, რა თქმა უნდა, დააფიქსირეს ნასაშიც და მის ფოტოებს მეცნიერები ავრცელებენ:

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

იაპონიაში, ქართული კერძი შქმერული, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოდ დასახელდა

56 წლის ქალი, რომლის იდეალური ფორმებიც გაოცებას იწვევს - სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები