ავტორი:

ინტერნეტმომხმარებლის ფრაზა შაქარაშვილზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?"

ინტერნეტმომხმარებლის ფრაზა შაქარაშვილზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?"

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმემ მთელი ქვეყანა შეძრა. ბოლო რამდენიმე კვირაა, მედიის, საზოგადოების, სოციალური ქსელების საუბრის მთავარი თემა ეს ბურუსით მოცული საქმეა და საზოგადოება ძალიან სენსიტიურად განიცდის ყველა ახალ დეტალს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

დღეს "ფეისბუქზე" გავრცელდა კომენტარი, რომელიც "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარი აქცენტების" მიმდინარეობისას ინტერნეტმომხმარებელმა ლია ჩხენკელმა ვიდეოზე დატოვა. ნიკა გვარამიას გადაცემა შაქარაშვილის საქმეს ეხებოდა და ჩხენკელმა ვიდეოზე ასეთი კომენტარი დაწერა: "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით".

კომენტარს მაშინვე მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლების მძაფრი რეაქცია - ლია ჩხენკელს ლანძღავდნენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ მისგან, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ქალმა სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა.

თუმცა, მოგვიანებით, გვერდი ისევ აღადგინა, ამჯერად ფოტოების გარეშე და ერთადერთი პოსტი დაწერა. ქალი წერს, რომ "მექანიკური შეცდომა" მოუვიდა და ბოდიშს იხდის:

"ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ჩემს სხვა კომენტარებში, ასე რომ, მე დავდე პოსტი გამგები გაიგებს. მეტი რა გავაკეთო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს" - წერს ლია ჩხენკელი.

გაჩნდა ეჭვი, რომ ინტერნეტმომხმარებელი ლია ჩხენკელი რეალურად არ არსებობს და ის "ტროლია", თუმცა სხვა ინფორმაციით ქალი დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

AMBEBI.GE-მ შეძლო გაერკვია დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ინტერნეტმომხმარებლის შესახებ. ლია ჩხენკელი ხონიდანაა, წლების წინ დასავლეთ საქართველოს ამ ქალაქში მართლაც ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, დაახლოებით ორი ათეული წელია ემიგრაციაში საბერძნეთშია და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლია ჩხენკელი პედაგოგია, გამოეხმაურა განათლების სამინისტრო:

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ, თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი.

სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ვწუხვარ,  რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა "ექსპერტ" გიდმა" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს