ავტორი:

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ კიდევ ერთ მითს ამსხვრევს, რომელიც გაზგასულ სასმელს უკავშირდება.

"ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო, ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. "გაზგასული ბორჯომი", როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს. არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები" -წერს ბუწაშვილი.

"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე

ადრიანა ლიმა "ალი და ნინოს" სკულპტურამ მოხიბლა - რას წერს ცნობილი მოდელი "ინსტაგრამზე"