ავტორი:

"გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა!" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც  თათია შარანგიას შვილი გადაურჩინა

"გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა!" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც  თათია შარანგიას შვილი გადაურჩინა

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მე-2 პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა რძალმა, თათია შარანგიამ "ფეიბუქის" პირად გვერდზე იმ შემთხვევის შესახებ დაწერა, რომელიც მის პატარა ვაჟს გადახდა.

"ანდრუშა აუზში ჩავარდა, წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი შემზარავი კივილი და არაადექვატური რეაქციები იყო", - წერდა შარანგია.

თათია ასევე აღნიშნავდა რომ მისი შვილი ახლაგაზრდამ, ლუკა მურვანიძემ გადაარჩინა. "თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა წამებში, უშიშარი, გამბედავი", - წერდა "ფეისბუქზე" ექსპრეზიდენტის ყოფილი რძალი.

ამჯერად თათია შარანგია პატარა ანდრუშასა და მისი გადამრჩენლის, ლუკას ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს და მას საჯაროდ უხდის მადლობას.

"ადამიანი, რომელმაც ანდრუშას და მთელ ჩვენს დიდ ოჯახს სიცოცხლე აჩუქა! ლუკამ, რომელმაც მიუხედავად მტკივნეული პასუხისმგებლობის და შიშის, რაც თან ახლდა სხვისი შვილის გადარჩენას, გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა!

სიცოცხლის ბოლომდე მთელი ოჯახი გვიგულეთ ამ ბიჭის კეთილ აჩრდილად რაც მე ვუნატრე იმ წუთებში როცა ჩვენს შვილს სიცოცხლე აჩუქა, დაუბრუნდეს ათასმაგად!", - წერს თათია შარანგია.

"8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე

"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე