ავტორი:

ტბაში, სადაც ცნობილი ამერიკული სერიალის მსახიობი დაიკარგა, ცხედარი იპოვეს

ტბაში, სადაც ცნობილი ამერიკული სერიალის მსახიობი დაიკარგა, ცხედარი იპოვეს

კალიფორნიაში, პირუს ტბაში, სადაც 5 დღეა ეძებენ დაკარგულ მსახიობს ნაია რივერას, ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ქალაქ ვენტურას პოლიციის განყოფილებამ გაავრცელა განცხადება. როგორც ამერიკული მედია წერს, სავარაუდოდ, ცხედარი სწორედ 33 წლის მსახიობს ეკუთვნის, თუმცა ოფიციალურ განცხადებას შერიფი მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქმეში სამედიცინო ექსპერტი ჩაერთვება.

პოპულარული სერიალის Glee-ს ვარსკვლავი 8 ივლისს დაიკარგა. მან დაახლოებით დღის პირველ საათზე, თავის 4 წლის შვილთან ჯოსისთან ერთად პატარა ნავი იქირავა და პირუს ტბაში შეცურა.

სამი საათის შემდეგ, პატარა ჯოსი ნავზე მარტო იპოვეს, ნაია კი არსად ჩანდა. მსახიობის სამძებრო სამუშაოები მაშინვე დაიწყო. სამუშაოებში ჩაერთნენ მყვინთავები, ასევე ვერტმფრენები და დრონები.

ჯოსიმ პოლიციელებს უთხრა, რომ დედა საცურაოდ წავიდა, მაგრამ ნავზე აღარ დაბრუნდა. ბიჭი ნავზე მარტო იყო და მას დამცავი ჟილეტი ეცვა. მსახიობის მანქანა ავტოსადგომზე იპოვეს, მისი ჩანთა კი ნავში.

ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 10 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

სტიქია კახეთში - სეტყვამ და წვიმამ ფერმერებს მოსავალი გაუნადგურა