ავტორი:

ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

მარტში, როცა საქართველო და მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, რუსულ მუსიკალურ კონკურსში Ну-ка, все вместе! ნუცა ბუზალაძის გამოსვლამ აღფრთოვანებული დატოვა ჟიური და მაყურებელი.

ქართველი მომღერლის საოცარი შესრულება 100 ადამიანისგან შემდგარი ჟიურიმ შეაფასა, მათ შორის იყვნენ რუსეთის ყველაზე ცნობილი მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები და მუსიკალური ბლოგერები.

კარიერის გარდა, ნუცას ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა. მომღერალი შეყვარებულია - ნუცამ რჩეულთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

- ნუცა, კონკურსის ჩანაწერის გასვლის შემდეგ, შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ პანდემიის დროს რუსეთში ჩარჩი...

- საბედნიეროდ, როცა ეს ჩანაწერი ეთერში გავიდა, მე უკვე საქართველოში ვიყავი. თებერვლის დასაწყისში გავემგზავრე კონკურსზე, წინასწარ ჩავწერეთ ყველა ტური და მოვასწარი დაბრუნება.

კონკურსის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი შემოთავაზება მქონდა, როგორც კონცერტებზე, ასევე კორპორატიულ წვეულებებზე, მაგრამ ქვეყანა უკვე ჩაკეტილი იყო და ვერ წავედი. ახლაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ჯერჯერობით საზღვრები ისევ ჩაკეტილია და ფრენები არ არის.

- შენისთანა აქტიურ ადამიანს ალბათ ძალიან გაგიჭირდა კარანტინში ყოფნა...

- არა, კარანტინი შეყვარებულთან ერთად გავატარე, ვმღეროდი, ვვარჯიშობდით ერთად. გარეთ თითქმის არც გავდიოდით. თავიდან ძალიან მომწონდა ჩაკეტილი ყოფნა, გარემო, მაგრამ ბოლოს ძალიან გამიჭირდა, ერთი სული მქონდა რომ დამთავრებულიყო ყველაფერი და ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდით.

- პირველად შეყვარებული რამდენიმე კვირის წინ გამოაჩინე, თუმცა ფოტოს გარდა, ამ ეტაპზე არაფერი არ არის ცნობილი მასზე - ვინ არის, რას საქმიანობს, ქართველია?

- დიახ, ქართველია, მაგრამ შეყვარებულზე არ მინდა საუბარი. იმიტომ არა, რომ თავად არ აქვს ამის სურვილი, უბრალოდ მე არ მომწონს პირადზე საჯაროდ საუბარი. რაღაცნაირად არ მინდა, ამ ეტაპზე მაინც. თუ გადავწყვეტ, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, სად გავიცანით ერთმანეთი და როგორი ურთიერთობა გვაქვს, ან რას ვაპირებთ მომავალში, აუცილებლად გეტყვით.

- დაოჯახებაზე ასაკის გამო ხომ არ იკავებ თავს?

- 23 წლის ვარ, მაგრამ ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში. ხომ გითხარით, გადაწყვეტილებას თუ მივიღებ, აუცილებლად გეტყვით.

- ფოტოებიდან ჩანს, რომ საკმაოდ სერიოზულია შენი შეყვარებული, შენ კი მხიარული და ხმაურიანი ცხოვრებით ცხოვრობ, ეს დისბალანსი როგორ აისახება თქვენს ურთიერთობაზე?

- ჩემნაირი ბიჭები არც მომეწონებოდა. მომწონს როგორიც არის და კარგად ვგრძნობ თავს.

- ზაფხულის გეგმების შესახებ მოგვიყევი...

- ბათუმში მინდა წასვლა, რამდენიმე გეგმა მაქვს კონცერტებთან დაავშირებით. ჩემი ახალი სინგლი გამოვიდა, დიდი იმედი მაქვს ზაფხულის ჰიტი გახდება და კონცერტებზე შემოთავაზებებიც მექნება.

- რაც შეეხება რუსეთს, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- სამომავლოდ მხოლოდ ერთ ქვეყანას არ განვიხილავ, ჩემი მიზანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ ეს წელი არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ველოდი ნებისმიერ სფეროში.

ძალიან მინდა, რომ პანდემია დროულად დამთავრდეს და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მართალია, ჩვენთან შედარებით კარგი სიტუაციაა, მაგრამ ძალიან მთრგუნავს როდესაც ვიგებ, რომ სხვა ქვეყნებში ამდენი ინფიცირებულია. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ვირუსს ერთად დგომითა და გააზრებული საქციელით გადავაგორებთ.

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"