ავტორი:

28 ათასი განადგურებული სახლი და 140-ზე მეტი გარდაცვლილი - ჩინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა (ფოტოები)

28 ათასი განადგურებული სახლი და 140-ზე მეტი გარდაცვლილი - ჩინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა (ფოტოები)

ჩინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობა მძვინვარებს. ამის შესახებ aljazeera.com წერს. გამოცემიs ცნობით, კალაპოტიდან გადმოვიდა 433 მდინარე, მათგან 33 რეკორდულად ადიდდა. ყოველივე ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

სტიქიამ ზიანი მიაყენა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ჩინეთს, სადაც ბოლო მონაცემებით, წყალდიდობას 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩინეთის ხელისუფების ცნობით, განადგურებულია 28 ათასი სახლი.

როგორც "ალჯაზირა“ წერს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა და საყურადღებოა ის, რომ სინოპტიკოსებს საიმედო პროგნოზი არ აქვთ, ისინი მეტეოროლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო რთულ კვირას პროგნოზირებენ. წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა ჰუბეის, ჰუნანისა და ძიანსის პროვინციები.

ნახეთ წყალდიდობის ამსახველი ფოტოები, რომელსაც "ალჯაზირა“ ავრცელებს:

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

"ფეხზე მდგომმა, უსიმპტომოდ შევძელი კორონავირუსის გადატანა" - ლუკაშენკო