ავტორი:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაცია Orthodoxtimes-ზეა განთავსებული.

„პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის წინააღმდეგ დღეს აიცრა, მას ვაქცინაცია კონსტანტინოპოლში, საუნივერსიტეტო კლინიკა ÇAPA-ში ჩაუტარდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, პატრიარქმა მადლობა გადაუხადა კლინიკის მედპერსონალს, ისევე როგორც ყველა მათ კოლეგას მსოფლიოში პაციენტების მკურნალობის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის.

„პატრიარქმა მოუწოდა მორწმუნეებს, რაც შეიძლება მალე აიცრან კოვიდ 19- ის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ეს სიკვდილის გამომწვევი ვირუსი შეჩერდეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც 10 თვე კომაში იყო, პანდემიის შესახებ არაფერი იცის - ამ ოერიოდში მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

სიტყვა სასამართლოში: "რაც არ უნდა დიდ გეოპოლიტიკოსად და მსოფლიოს ლიდერად წარმოადგენდეს თავს, პუტინი ისტორიაში შევა, როგორც მომწამვლელი ლაჩარი" - ნავალნის პირობითი სასჯელი 3.5-წლიანი პატიმრობით შეეცვალა

რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა - მედია