ავტორი:

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, 13% ეფექტურობით" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ექიმი წერს, რომ თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მას დაბალი ეფექტურობა ექნება:

"მას შემდეგ, რაც გერმანიამ 400 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთა, ევროზონამ კიდევ დამატებით 700 მილიონი ევროსი და ამერიკამ 1 მილიარდი დოლარი ჩადო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების საქმეში, კონკრეტულ ფირმებსა და კვლევით ცენტრებში, მას შემდეგ რაც ეს ფული უკვე გადახდილია და არავინ უკან არ დააბრუნებს, მას შემდეგ რაც უკვე არაა საჭირო რეკლამა, რამეთუ ფული მაქსიმალური მოცულობით გადახდილია და მეტის არც გადამხდელი გამოჩნდება, თანდათან დაიწყო მსოფლიოს შემზადება, შეგუება იმ აზრისადმი, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, სადღაც 13%-მდე აქტიურობა, ეფექტურობა ექნებაო.

ჯერ კიდევ აპრილში ვეუბნებოდი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებსაც მთელი კლინიკის, სულაც მთელი გერმანიისა და მსოფლიოს შეფუთვა უნდოდათ კორონას ვაქცინის დამზადებამდე, რომ ვირუსის სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე, აცრით ვაქცინაციის შანსი ფაქტობრივად ნულია და ინჰალატორით, შესასხურებელი ანტისხეულებით ცხვირის ლორწოს დაცვა, მცირე ხნით იქნება შესაძლებელი და სხვა არაფერი მეთქი.

არ მრავლდება ეს ვირუსი სისხლში, არც ხახაში მრავლდება და არც ფილტვში. ეს არაა გრიპის ვირუსი, რომელიც პირდაპირ და თავად აზიანებს ორგანოებს, ესაა ვირუსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცხვირის ლორწოვანში მრავლდება, მერე გადადის ქვემო სართულებში და იწვევს ლოკალურ ანთებით თუ იმუნურ რეაქციას, ანთებით თუ იმუნურ დაავადებებს, დეფექტებს, რომლებიც მერე აზიანებენ სხვადასხვა სისტემებს.

რამდენიმე ცნობილი დაავადებაა, რომელსაც მედიცინა ათეული წლებია იცნობს და მათი გამომწვევი ახლა კორონავირუსიცაა. მაგალითად ფილტვის ემბოლია, რომლის ოცამდე სხვადასხვა მიზეზს, ახლა 21-ე დაემატა კორონა. ასევეა ფიტვის შეშუპებაც, ასევეა იმუნური ჰიპერრეაქციაც - 100-მდე გამომწვევ მიზეზს დაემატა 101-ე კორონა.

პირდაპირ ამ ვირუსთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს გახლავთ უმარტივესი ჰიგიენის და ინექციოლოგიის უპირველესი წესის დაცვა - ესაა დისტანცია.

ჩინეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, დიდ ქალაქებში ვერ დაიცვეს დისტანცია, უფრო მეტიც, ვირუსოლოგებმა, ხელისუფალმა, ჯანდაცვის ორგანიზაციამ ისე დაზაფრეს და დააპანიკეს ადამიანები, რომ ათეულ ათასობით მიაწყდნენ საავადმყოფოს ამბულატორიებს, საათობით იდგნენ რიგში, მერე დღეები იყვნენ გადაჭედილ საავადმყოფოებში და კვირეები კოლექტიურ კარანტინებში, ნაადრევად მოხდა ინტუბაციები, ინვაზიური მართვითი სუნთქვა, ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფთა 90% გარდაიცვალა.

აი, ესაა გასაანალიზებელი. იქ, სადაც არ იქნა დაშვებული ტრაგიკული შეცდომები, ინფიცირებულთა მხოლოდ 2% იყო საჰოსპიტალე და 0,3% სამწუხაროდ გარდაიცვალა. აი, ამ ფაქტების და კიდევ სხვა ინფორმაციების ანალიზია აუცილებელი" - წერს ფრანგიშვილი.

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან

"მას ჰქონდა ფილტვის ემბოლია... ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მეგი ბაქრაძეზე

"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე