რომელი ვიტამინის ნაკლებობა რას იწვევს და რა პროდუქტებით უნდა შეავსოთ დანაკლისი

რომელი ვიტამინის ნაკლებობა რას იწვევს და რა პროდუქტებით უნდა შეავსოთ დანაკლისი

დიეტოლოგებმა დაამუშავეს ტესტები, რომელთა დახმარებით გაარკვევთ, თქვენს ორგანიზმს რომელი ვიტამინი და მინერალი ესაჭიროება. ვინც ხშირად ცივდება, C ვიტამინი უნდა მიიღოს. თუ კბილის ემალი გიფუჭდებათ, ე.ი. ორგანიზმს კალციუმი აკლია. ვიტამინების ნაკლებობის ნიშანი ბევრია. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

თავბრუსხვევა და ყურებში ხმაურის შეგრძნება

B3 და E ვიტამინების, აგრეთვე მანგანუმისა და კალიუმის ნაკლებობის მაჩვენებელია. ასეთი სიმპტომების დროს ნიგოზი, მწვანე ბოსტნეული, ჭარხალი, ბარდა, კვერცხის გული და ციტრუსები უნდა მიიღოთ.

მხედველობის პრობლემები

თუ სიბნელეში ცუდად ხედავთ, გაწუხებთ თვალის ხშირი ანთება, ქუთუთოების გაწითლება, ქავილის შეგრძნება, ჯიბლიბო, ე.ი. ორგანიზმს A და B2 ვიტამინები აკლია. დანაკლისის შესავსებად რაციონში თევზი, ღვიძლი, კვერცხის გული, ბოსტნეული, რძე და ყველი ჩართეთ.

უფერული, მტვრევადი, ნაადრევად გათეთრებული თმა

განპირობებულია B კომპლექსისა და F ვიტამინების, აგრეთვე იოდის დეფიციტით. თმას ჯანმრთელობა და სილამაზე რომ დაუბრუნდეს, საჭიროა რაციონში რეგულარულად ჩართოთ ამ ვიტამინებთი მდიდარი ზღვის პროდუქტები, იოდიზებული (უკეთესია ზღვის) მარილი და ჭამის დროს ვიტამინი F მიიღოთ.

თმის ცვენა

B ჯგუფისა და C, H ვიტამინების, აგრეთვე ფოლის მჟავის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ფოლის მჟავა დიდი რაოდენობითაა მწვანე ბოსტნეულსა და ღვიძლში. ვიტამინი H ბევრია ნიგოზში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში, ბრინჯსა და ლუდის საფუარში.

სახეზე ფერიმჭამელები და წითელი ლაქები

B და A ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. გააფართოეთ რაციონი. ხშირად ჩართეთ თევზი, ღვიძლი, ნაღების კარაქი, მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, ქიშმიში და სხვა მშრალი ხილი, ლუდის საფუარი.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი