ავტორი:

რა გააკეთა პოლიციელმა, როდესაც ნახა, რომ 3 კვირის ჩვილი ვერ სუნთქავდა - მიჩიგანელი ოფიცრის გმირობის ამბავი და ემოციური კადრები

რა გააკეთა პოლიციელმა, როდესაც ნახა, რომ  3 კვირის ჩვილი ვერ სუნთქავდა - მიჩიგანელი ოფიცრის გმირობის ამბავი და ემოციური კადრები

ამერიკაში პოლიციის ოფიცერმა 3 კვირის ჩვილი სიკვდილისგან იხსნა. შემთხვევა მიჩიგანში მოხდა და პოლიციელის გმირული ქმედების ამსახველი ვიდეო "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მიჩიგანის პოლიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

როგორც CNN წერს, ოფიცერმა კამერონ მაკიჯევსკიმ 9 ივლისს გადაარჩინა 3 კვირის ბავშვი, რომელიც ვერ სუნთქავდა. ვიდეოზე ჩანს ოფიცრის მოქმედება და ასევე ის, თუ როგორ ამშვიდებს პოლიციელი შოკირებულ დედასა და ოჯახის სხვა წევრებს.

(ნახეთ ვიდეო 1:23 წუთიდან)

თავდაპირველად პოლიციის ოფიცერმა შეამოწმა, ჰქონდა თუ არა პატარას სიცოცხლის ნიშნები, შემდეგ ბავშვი ზურგზე გადაატრიალა. მალე პატარამ ამოისუნთქა და ტირილი დაიწყო. "ის ტირის, ის ტირის", - ამ სიტყვებით მიმართავდა პოლიციელი ბავშვის დედას და მის დამშვიდებას ცდილობდა.

აღნიშნულის შემდეგ მან ოჯახი დაარწმუნა, რომ ბავშვი კარგად და ჯანმრთელად იყო. პატარა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად კლინიკაში წაიყვანეს.

"ოფიცერი მაკიჯევსკი ასეთი მშვიდი და სწრაფი რომ არ ყოფილიყო, შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდებოდა“, - აცხადებენ მიჩიგანის პოლიციის დეპარტამენტში.

"არ არსებობს  საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ფოტოები კალიფორნიიდან, სადაც მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან - 8 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია

"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს