ავტორი:

პოლიციამ ბეჟან გუნავა და კიდევ 3 პირი დააკავა

პოლიციამ ბეჟან გუნავა და კიდევ 3 პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ კახეთის გზატკეცილის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს 4 პირი დააკავა. დაკავებულთა შორისაა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბეჟან გუნავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედებათ.

"საპატრულო პოლიციამ კახეთის გზატკეცილზე მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 4 პირი დააკავა“, - განაცხადეს უწყებაში.

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"

მომღერალი ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - "ოცნების“ მაჟორიტარები; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია