ავტორი:

რა სიახლეებს გვთავაზობს აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge ზაფხულის არადადეგებისთვის?

რა სიახლეებს გვთავაზობს აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge ზაფხულის არადადეგებისთვის?

შვებულებების პერიოდი ახლოვდება და ოჯახთან ერთად დასვენებას უკვე ბევრი გეგმავს. ზოგი ზღვის სანაპიროზე მიდის, ზოგიც კი სოფელში, სუფთა ჰაერზე ამჯობინებს თავისუფალი დღეების გატარებას. ყველაფერთან ერთად, ამ დროს იმ წიგნების სიასაც ადგენენ, რომელთა წაკითხვაც აქამდე ვერ მოახერხეს. ასევე, არჩევენ ლიტერატურას ბავშვებისთვის.

აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-მ კი უკვე მოამზადა სიახლეები მათთვის, ასაკის მიხედვით: სულ პატარებისთვის, ოდნავ მოზრდილებისათვის და მოზარდებისთვის.

ეს აუდიოწიგნები, რომლებიც სულ ახლახან გახმოვანდა, მოსახერხებელი იქნება, როგორც მგზავრობისას, ასევე, დასვენების დროს. ჩაურთეთ ბავშვებს საინტერესო თავგადასავლები და მშვიდად დატკბით ნანატრი შვებულების დღეებით:

1. ამბები პატარებისთვის

„ამბები პატარებისათვის“ - ეს არის კრებულები ჯადოსნური და საინტერესო ამბებით. ეს ამბები ბავშვებისთვისაა. ამ წიგნების მეშვეობით, პატარები სხვადასხვა გმირის უჩვეულო თავგადასავლებს გაეცნობიან, მათთან ერთად იმოგზაურებენ უცნაურ სამყაროში, მათთან ერთად იოცნებებენ, დაძლევენ წინააღმდეგობებს, შეებრძოლებიან ბოროტებას და გაიხარებენ გამარჯვებებით. ამ დროისათვის, სერია უკვე ოთხ გამოცემას აერთიანებს. ამ გამოცემების აუდიოვერსიები კი უკვე ხელმისაწვდომია:

2. ლუის კეროლი - „ელისის თავგადასავალი“

ინგლისელი მათემატიკოსის, პოეტისა და პროზაიკოსის, ჩარლზ ლუტვიჯ დოჯსონის მიერ ლუის კეროლის ფსევდონიმით დაწერილი ზღაპრები „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ და „რა ნახა ელისმა სარკის მიღმა“ უკვე საუკუნე-ნახევარია წარმოუდგენლად პოპულარულია მთელი მსოფლიოს ბავშვებშიც და ზრდასრულ ადამიანებშიც. აბსურდის ჟანრის ლიტერატურის შედევრებად აღიარებულ ამ ნაწარმოებებში, რომლებიც უხვადაა გაჯერებული მათემატიკური, ლინგვისტური თუ ფილოსოფიური ხუმრობებითა და ილუზიებით, მოთხრობილია პატარა გოგონას ელისის ამბავი.

3. პინოკიო და სხვა ზღაპრები

წიგნში შესულია სამი ზღაპარი: პინოკიო, ურჩხული და მზეთუნახავი და ქალთევზა.

4. ვინი პუჰის თავგადასავლები

ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში შედის ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს.

5. რეი ბრედბერი - „ბაბუაწვერას ღვინო“

„ბაბუაწვერას ღვინო“ ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა,თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ.1928 წ-ს ზაფხული დაგლას სპოლდინგისთვის სიცოცხლის მშვენიერებისა და წარმოავლობის შეცნობის ხანად იქცა.პატარა ქალაქის ცხოვრება,მისი კეთილი თუ უცნაური ბინადრები საინტერესო წარსულით-ბიჭისათვის ბავშვური განცდებისა და ემოციების წყაროა,რომელიც,შესაძლოა,დიდობაში აღარ განმეორდეს.დაგლასმა უკვე იცის,რომ სიცოცხლე მარადიული არ არის,რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „გუდა“, დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მესამე)

„ორენოვანი კლასიკა“ - სერია, რომელიც ინგლისურად წაკითხვას გაგიადვილებთ

„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა