ავტორი:

"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

მმართველ პარტიაში საარჩევნო სიები ჯერ კიდევ დგინდება და საზოგადოებისთვის ბევრი რამ დღემდე დაფარულია. ყველაზე დიდ ინტერესს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ვიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის საკითხი იწვევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო სიის შედგენაზე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ტანდემში მუშაობს, თუმცა იქნება ის ამ სიაში, ჩაერთვება ღიად წინასაარჩვენო კამპანიაში, თუ ისევ კულუარულად და ფინანსური დახმარებით გადაწყვეტს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, უცნობია.

ივანიშვილის საარჩევნო სიაში ყოფნა-არყოფნის თაობაზე დასმულ კითხვას პასუხი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ გასცა, რომლის მოკლე შეინაარსი იმაში მდგომარეობდა, - ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და რა გასაკვირია სიაშიც იყოსო...

ამ საკითხზე ისაუბრა პარლამენტის ექსსპიკერმა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემაც.

"სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განგვიხილავს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა კობახიძემ, რომელიც აშკარაა, რომ კვლავინდებურად ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

შესაძლოა თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი ვიხილოთ საარჩევნო სიაში? - ეს კითხვა დავუსვით თავის დროზე ივანიშვილის თანამებრძოლს, ახლა კი პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს:

"რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატობას, მისი დარბაზში ჯდომა ძნელი წარმოსადგენია. ახალი რეგლამენტით, თუ არ ესწრები სხდომებს - გრიცხავენ, შესაბამისად, პარლამენტში სიარული და საჯარო პოლიტიკაში მოღვაწეობა, მისთვის საინტერესო არ იქნება".

მისივე თქმით, ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობა გაგრძელდება.

განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს ივანიშვილის თანაპარტიელებმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, თუმცა ვოლსკის არ დაუკონკრეტებია, ეს იქნება უშუალოდ მანდატისთვის ბრძოლა თუ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მონაწილეობა.

ბიძინა ივანიშვილისთვის, უდავოდ კომფორტულია დისტანციური, თითქოს და, უჩინარი ხელით მართვა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მოუწიოს აქტიური საარჩევნო კამპანიის გატარება და ამის რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს.

kvirispalitra.ge-მ კომენტარი ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა:

- გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც შევიძინეთ, ნაკლებად სავარაუდოა ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ საარჩევნო სიაში, იმიტომ, რომ მან მმართველობის მისტიური, რელიგიური მოდელი შექმნა, რომელშიც ის არსად არ არის და ამასთანავე ყველგანაა.

გვერდიდან აკონტროლებს ხელისუფლებას, ფორმალურ პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს, არადა, სინამდვილეში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, მას დღეს გარკვეული პრობლემები შეექმნა არა ძალაუფლების კუთხით, არამედ უფრო უსაფრთხოებასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით - მისი მმართველობის მოდელი არის ანაქრონიზმი და დასავლეთი აგრესიულია ამ ტიპის მმართველობისადმი, შესაბამისად, მას ასე ვთქვათ, გაორება დაეწყო, ერთის მხრივ, ის ხვდება, რომ მისი (მმართველობის ფორმის) ფორმალიზება, ინსტიტუციონალიზება აუცილებელია არსებული რისკების გადასალახად, მეორეს მხრივ, კი ენანება მისი მითოლოგიური მმართველობის კონსტრუქციის დაშლა, რომელშიც მას შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა წაიკითხეთ ვრცლად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი