ავტორი:

"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ამასთან, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

"არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში" - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდაცვლილი არასრულწლოვანი გიორგი სტეფანაშვილია. როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, დაკარგული მოზარდი რუსთავიდან გახლდათ და ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

დაკარგული ბიჭის ახლობელი: "იმ ადგილას, სადაც დილის 7 საათზე ბიჭებმა გაისეირნება გადაწყვიტეს, ზღვაში საკმაოდ ღრმად შედის ხიდი და იმ ხიდზე გავიდნენ. სრულიად ფხიზლები იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და სწორედ ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში.

რომ ჩავარდა, მეგობარიც გადახტა საშველად, თუმცა გიორგის ამ ბიჭის ჩათრევაც დაუწყია და ვერ შეძლო შველა, იმ წამსვე ატეხეს ხმაური და ადამიანების საშველად დაძახება დანარჩენებმა...

გამვლელი 2 ბიჭი შევიდა საშველად და მაშველებიც, თუმცა შტორმის მეორე დღე იყო, ტალღები ისევ იყო ზღვაზე, წყალიც ღრმაა და დინებას წაღებული ჰყავდა უკვე...წაიკითხეთ სრულად

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"