ავტორი:

"არავის აზრი არ გვაინტერესებს, არავისზე არ ვმუშაობთ და არავის ვემსახურებით" - გვარამია შაქარაშვილის დედის მიმართვას ეხმაურება

"არავის აზრი არ გვაინტერესებს, არავისზე არ ვმუშაობთ და არავის ვემსახურებით" - გვარამია შაქარაშვილის დედის მიმართვას ეხმაურება

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 19 წლის ფეხბურთელის დედის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგისთვის. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად - არავის.

არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი - ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.

სიმართლე - სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო "წერა-კითხვებით" - წერს გვარამია.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი შაქარაშვილის დედამ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პოსტის დაწერა მათი ოჯახის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ აიძულა. გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა მედიასაშუალებებში ადვოკატ მირიან ნიკოლაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ცილისწამებაა.

"ბოლო მონაცემებით, ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები - ამირან გამყრელიძის განცხადება

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია