ავტორი:

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მდინარე ალაზანში მაშველებმა დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა 20 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.

ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ მეგობართან ერთად, მდინარეზე საბანაოდ იყო წასული, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური იყო ჩართული. სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფი მონაწილეობდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - "მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა"

ლილოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი